მოგესალმებით, ძვირფასო ბავშვებო!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში. ნამდვილი თავგადასავალი ახლა იწყება. გვსურს
რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ, რათა უკეთ გაერკვეთ ყველაფერში.
როგორ უნდა მიმართოთ თქვენს მასპინძელ მშობლებს?
ზოგიერთი მშობელს სურს, რომ თქვენობით ესაუბროთ და ამიტომ შესაბამასად გამოიყენეთ მიმართვის
ფორმა: „Frau/Herr + გვარი“. ზოგიერთი კი თავიდანვე სახელით გაგეცნობათ და შემოგთავაზებთ, რომ
შენობით მიმართოთ. თუმცა სანამ ამ შემოთავაზებას არ მიღებთ, აუცილებლად გამოიყენეთ მიმართვის
თქვენობითი ფორმა.
თავად გამოიჩინეთ დახმარების სურვილი
მასპინძელ ოჯახში თქვენ ცხოვრობთ როგორც მათი საკუთარი შვილი და არა სტუმარი, ამიტომ
გთხოვთ,(ნუ ჩათვლით საჭიროდ მოგექცნენ როგორყ სტუმარს, პირიქით) ნუ მოამსახურებინებთ თავს,
არამედ პირიქით, თავად დასვით შეკითხვა, რაიმეში ხომ არ არის საჭირო თქვენი დახმარება. ჩაერთეთ
მაგიდის გაწყობა–ალაგებაში, დაეხმარეთ ჭურჭლის გარეცხვაში და ა.შ., იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ასეთი
რამ საქართველოში მანამდე არასდროს გაგიკეთებიათ. გთხოვთ, ასევე თავადვე დაალაგოთ თქვენი
ოთახი.
დასტური ან უარყოფა
გერმანიაში მისაღებია შედარებით ღია და გახსნილი ურთიერთობა. როცა რაიმეს თქვენთვის სასურველს
გთავაზობენ (მაგ. რაიმე საჭმელი), შეგიძლიათ მაშინვე თავაზიანად დაეთანხმოთ, რადგან სამჯერ უარის
თქმის შემთხვევაში, მეოთხედ დიდი ალბათობით აღარ შემოგთავაზებენ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ
შემოთავაზებული რამ არ გიყვართ, არ არის აუცილებელი თავაზიანობის გამო მაინც აიღოთ და
მიირთვათ.
მაგიდასთან ქცევის წესები
გთხოვთ, გაითვალიწინოთ მაგიდასთან ქცევის წესები: ჭამას იწყებს სუფრის ყველა წევრი ერთად და არა
ის, ვინც პირველად გადაიღებს. გთხოვთ, სწორად დაჯდეთ და ნუ დაეყრდნობით იდაყვებით მაგიდას.
ჭამის დასრულების შემდეგ დანარჩენებთან ერთად წამოდექით. თუკი რაიმე არ იცით, მიაქციეთ
ყურადღება, როგორ იქცევიან სხვები და მათ მიბაძეთ.
გთხოვთ, ნურაფერს გაფლანგავთ
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საყოფაცხოვრებო პრობლემები არ არის (მაგ. წყლის უქონლობა ან
მსგავსი რამ), ყველაფერზე არსებობს კომუნალური გადასახადები, რასაც, რა თქმა უნდა, ფული
სჭირდება. ფულს კი, კარგად მოგეხსენებათ, – გამომუშავება. ამიტომ გთხოვთ, სწორად მოიხმაროთ
წყალი, ელექტრო-ენერგია და ა.შ. და შეძლებისდაგვარად ნურაფერს გაფლანგავთ.
არა – “კმაყოფილი ვარ”-ს
ფრთხილად წინადადებასთან: „გმადლობთ, კმაყოფილი ვარ“ (გერმანულად: „Danke, ich bin zufrieden“).
„კმაყოფილი“ გერმანულად არ ნიშნავს არც კარგს და არც საუკეთესოს, იგი დაახლოებით სკოლის
საშუალო ნიშანს – „დამაკმაყოფილებელს“უდრის. თუკი თქვენი მასპინძელი ლამაზ და საინტერესო
ექსკურსიას გაჩუქებთ, ხოლო თქვენ მათ შეკითხვაზე, თუ როგორ მოგეწონათ ექსკურსია, უპასუხებთ,
რომ თქვენ კმაყოფილი ხართ, ისინი საუკეთესო შემთხვევაში გაოცდებიან, დიდი ალბათობით კი გული
ეტკინებათ. თუ თქვენ გულისხმობთ: „გმადლობთ, კმაყოფილი ვარ“, თარგმნეთ ეს შემდეგნაირად :
„შესანიშნავი იყო“/“ძალიან მომეწონა “ ან რაიმე მსგავსი გამოთქმით.
ინფორმაცია საქართველოზე
თქვენს შორის უმრავლესობას სკოლაში საშუალება მიეცემა, რომ შესაბამის საგანში (მაგ: გეოგრაფია,
ისტორია, რელიგია) საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გააკეთოს. ამიტომ გთხოვთ, თან წამოიღოთ
სხვადასხვა საინფორმაციო მასალა.