ძვირფასო მასპინძელო ოჯახებო,
თქვენი ოჯახის ახალი ქართველი წევრის ჩამოსვლამდე გვსურს, რომ რამდენიმე სასარგებლო რჩევა
მოგცეთ.
სხვა მასპირძელი ოჯახები
სხვა მასპირძელი ოჯახების გვარებს თანდართული მისამართებითა და ტელოფონის ნომრებით, ასევე
ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეების გვარებს შემდგომი ურთიერთკავშირის დროს მოგაწვდით. თუ
გსურთ, რომ თქვენი მონაცემები ნახსენები არ იყოს, გთხოვთ რომ შეგვატყობინოთ.
როგორ გსურთ, რომ მოგმართონ?
ჩვენ მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ მათ მასპინძელ მშობლებს &ქუოტ;ქალბატონო&ქუოტ; ან
&ქუოტ;ბატონო&ქუოტ; პლუს გვარით და თქვენობით მიგმართონ, მანამ სანამ თქვენ რაიმე სხვას არ
ისურვებთ, სანამ ეს სხვა მიმართვის ფორმა &ქუოტ; სახელი პლუს თქვენ&ქუოტ; ან &ქუოტ;სახელი პლუს
შენ&ქუოტ; არ იქნება. თუ არ გსურთ, რომ &ქუოტ;ქალბატონობით&ქუოტ; ან &ქუოტ;ბატონობით&ქუოტ;
მოგმართონ, საუკეთესო შემთხვევაში, პირველივე შეხვედრისთანავე შეგიძლიათ სასურველი მომართვის
ფორმულა თავადვე განსაზღვროთ.
საფიქრებელია, რომ ქართველ ბავშვებს, როგორც წესი, ერთულებათ თავდაპირველად უცხო პირთან
შენობით საუბარი. როგორც წესი, ქართული თავაზიანობა &ქუოტ;თქვენობით&ქუოტ; მიმართვას
მოითხოვს. თუ აშკარაა, რომ ბავშვს ერთულება შენობით საუბარი და ამის გამო პირდაპირ მომართვას
თავს არიდებს, არ არის აუცილებელი მისი დაძალება. რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება იმავე თემაზე
კვლავ გაესაუბროთ, ამის შემგდომ ყველაფერი დიდი ალბათობით უფრო ბუნებრივად და ადვილად
მოხდება.
ერთად ცხოვრების დასაწყისი
უპრიანი იქნება, თუ მოსწავლეს შიდაოჯახურ წესებს უკვე დასაწყისშივე გააცნობთ, ხოლო სადაც
აუცილებლობა მოითხოვს, მის შესრულებაზეც გაამახვილოთ ყურადღება.
მუდმივი ელექტროენერგიითა და წყლით აღფრთოვანებამ შეიძლება მოსწავლე მის უზომოდ ბევრ
მოხმარებამდე მიიყვანოს. ცნობიერება, რომ ეს ყველაფერი ფასეულობაა, რომლის გაფლანგვაც არ
შეიძლება და რომელიც ფული ღირს, თავდაპირველად ბავშვებისთვის უცხოა. ჩვენ მათ ამის შესახებ
ვუთითებთ სტუმარ მოსწავლეთა მისასალმებელ წერილში. მანამ სანამ მითითება შესაბამისად
გათვალისწინებული არ იქნება, აუცილებელია მისი მუდმივად შეხსენება.
საქართველოში და განსაკუთრებით ქუთაისში თავაზიანობის წესები მოითხოვენ, რომ პირველი ორი-სამი
შეთავაზება უარყოთ. ბავშვებმა ჩვენგან იციან, რომ გერმანიაში პირველივე შეთავაზების დროს დასტური
შეიძლება, თუმცა შესაძლოა აღზრდა ღრმად იყოს გამჯდარი. ამიტომ გთხოვთ პირველ რამდენიმე დღეს
უარყოფას სიტყვის პირდაპირი გაგებით ნუ აღიქვამთ.
მაგიდასთან მოქცევის წესები შედარებით ნაკლებადაა დახვეწილი, ვიდრე ჩვენთან. არამარტო
თქვენთვის, არამედ ბავშვებისთვისაც საკმაოდ სასარგებლო იქნება, თუ საჭიროების შემთხვევაში
დაეხმარებით.
ქალაქის რუკას ან მის ასლს შეუძლია მასპინძელ ბავშვს გაუადვილოს ორიენტაცია, ასევე ზაარლანდის
რუკის ზოგადმა გაცნობამ.
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია თუნდაც წვრილმანებმა მისი არაერთი გამეორების შემთხვევში,
გაბრაზება გამოიწვიოს. ამიტომ ყოველთვის ყველა ხელშემშლელი გარემოება დროულად უთხრათ ბავშვს
და შეძლებისდაგვარად აუხსენით თუ რატომ არის აღნიშნული ამგვარად უფრო სასურველი.
ჭამის წესები
როგორც წესი ბავშვები ყოველთვის ცნობისმაყვარენი არიან ჩვენ სამზარეულოსთან მიმართებაში და
მზად არიან ყოველივე მიირთვან, რასაც სუფრაზე მიიტანთ. ერთი სურვილი კი აუცილებლად ყველა
მათგანს აქვს – რომ რაიმე თბილ კერძთან ერთად ყოველთვის ქონდეთ რამდენიმე ნაჭერი პური. პურის
გარეშე ქართველი ძალიან უბედურია.

საღამოს სადმე წასვლა?
ბავშვები საქართველოში შედარებით მეტად არიან დაცულნი, ვიდრე ჩვენთან. თუ ბავშვმა გთხოვათ
მაგალითად დიკოთეკაზე წასვლა (16 წელს გადაბიჯებულმა), მოიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდით
საკუთარ შვილთან. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში, შეგიძლიათ საკითხი
ჩვენთან ერთად გადაწყვიტოთ.
დახმარების აღმოჩენა
ზოგოერთ შემთხვევაში დაცულობაში იგულისხმება ისიც, რომ დიასახლისი, ან მოსიყვარულე ბებია
ამჯობინებს, რომ საკუთარი შვილიშვილი საშინაო დავალებების, პიანონოს დასაკვრელად ან ეზოში
მეგობრებთან გააგზავნოს, ვიდრე სამზარეულოს მოწესრიგებაში ხელები გაასვრევინოს. თუ ბავშვი
ამგვარი აღზრდის შედეგაგად თავად ვერ ამჩნევს, თუ სად არის დახმარება საჭირო (მაგ.: მაგიდის საფრის
ან საკუთარი ოთახის დასუფთავება), არ მოერიდოთ პირდაპირი შენიშვნის მიცემას. ამით თქვენ
არამარტო საკუთარ თავს, არამედ ბავშვსაც დაეხმარებით.
ფული
ბავშვებს თან აქვთ ნაღდი ფული ავტობუსის ბილეთებითვის, დაზღვევისთვის და ჯიბის ფული.
მშობლებს ასევე უკვე გადახდილი აქვთ ფრენის ღირებულება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ იშვიათ
შემთხვევაში ვთავაზობთ დახმარებას. ჩვენ უკვე დაზღვევის საფასური ავანაზღაურეთ და გვინდა
მოკრძალებით გთხოვოთ, რომ აღნიშნული თანხები ჩვენს საბანკო ანგარიშზე ასახოთ, მაგ. როდესაც
ბავშვი ნაღდ ფულს გადმოგცემთ, ჩვენს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხოთ.
კლასის ექსკურსია
საკლასო ექსკურსიები მოსწავლეების ცხოვრების უმშვენიერესი მომენტია. ჩვენს სტუმარ მოსწავლეებს
მაქსიმალურად უნდა მიეცეთ მათში მონაწილეობის მიღების საშუალება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვების
ქართველი მშობლები, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, უკვე ზემოთ ნახსენები ხარჯების გამო
გადახდისუნარიანობის ზღვარზე იმყოფებიან, აუცილებელია, რომ დაფინანსების შესაძლებლობა ყველა
კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხედოს და სხვადასხვა საშუალებებით შეკოწიწდეს. წარსულში სასკოლო
გაერთთიანებებს ხშირად საკუთარი წვლილი შექონდათ ბავშვის ექსკურსიის დაფინანსებაში, გარდა ამისა
ხანდახან თანაკლასელთა მშობლებიც კრიბავდნენ საჭირო სახსრებს და ავსებდნენ დანაკლისს.
როგორც წესი, ამგვარ დელიკატურ საკითხებს ჩვენ თავად ვაგვარებთ, მაგრამ გთხოვთ, დროულად
გვაცნობოთ საექსკურსიო გეგმების შესახებ.
შენგენის ვიზები
ბავშვებს აქვთ ვიზები შენგენის ქვეყნებისთვის, რითაც მათ საშუალება აქვთ ნებისმიერ ახლომდებარე
ქყვეყანაში იმოგზაურონ.
დაზღვევა
ჩვენ ყველა აქ ჩამოსულ ბავშვს ჩამოსვლის დღიდანვე ვუკეთებთ სამედიცინო, ჰაფტპფლიცჰტ უნდ
Uბფალლპფლიცჰტ დაზღვევას. ყველა ბავშვისთვის ერთობლივად მოქმედ სადაზღვევო პოლისს, როგორც
წესი, ელ-ფოსტით გამოგიგზავნით.
ტელეფონით სარგებლობა
ჩამოსვლიდან უახლოეს პერიოდში ყველა ბავშვს სურს სახლში დარეკოს და ბედნიერი ჩასვლის შესახებ
მშობლებს აუწყოს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად გვიანია, მშობლები მხოლოდ ამ დარეკვის შემდეგ
შეძლებენ მშვიდად ძილს.
ფასდამკლები კოდების საშუალებით, როგორებიცაა 010040 ან 01051 ან 01056 ან 01057, სატელეფონი
საუბარი წუთიერად ღირს – სახლის ნომერზე დაახლოებით 3 ცენტი, ხოლო მობილურზე კი 9.
ფასდამკლები კოდების უმრავლოსობის აკრეფვის შემდეგ, სატელეფონო საუბრის წუთიერი ღირებულება
სატელეფონო კავშირის დამყარებამდე გამოცხადდება.
აქტუალური ფასების დადგენა შესაძლეებლია შემდეგ ინტერნეტ – მისამართზე: www.billigertelefonieren.
de
იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შეგემთხვათ, მაგალითად ავადმყოფობა, უეცრად
უკიდურესი აუცილებლობის გამო თქვენი წასასვლელი ხართ, ან რაიმე მსგავსი, ჩვენ ვუზრუნველყოფთ
თქვენი სტუმარი მოსწავლის სხვა ადგილზე გადაყვანას.

გაუთვალისწინებელი საუბრის აუცილებლობა
ნებისმიერი სახის გასაუბრების საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის თქვენს განკარგულებაში
ვართ.
ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ თქვენი დიდსულოვანი სტუმართმოყვარეობის გამო და გისურვებთ
საინტერესო და ჰარმონიულ ცხოვრებას თქვენს სტუმართან ერთად.