დაძმობილებული ქალაქები საარბრუკენი-თბილისი

შეთანხმება თანამშრობლობის შესახებ თბილისსა და საარბრუკენს შორის 1975 წელს დაიდო. ეს იყო პირველი ხელშეკრულება, რომელიც  გაფორმდა დასავლეთგერმანულ და საბჭოურ ქალაქებს შორის. ღოგორ შეიძლება იმ დროს ასეთი წარმოუდგენელი რამ მომხდარიყო?


დასაწყისი: თეატრი როგორც მშვიდობის ხიდი (1972-1974)

საარლანდის სახელმწიფო თეატრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ჰერმან ვედეკინდმა სამოზიან წლებში საარბრუკენში ჯუგოსლავიური, პოლონური, ბულგარული, რუმინული და რუსული თეატრის დღეები მოაწყო. თეატრი მისთვის განსხვავებულ  იდეოლოგიებზე ზემდგომ მშვიდობის ხიდს წარმოადგენდა. მისი მრწამსი შემდეგი იყო: „ხელოვნება არ იცნობს საზღვრებს, ხელოვნება ხალხთა დამაახლოებელი ძალაა“. საბჭოთა კავშირის არტისტთა სახელმწიფო სააგენტომ „გოსკონცერტმა“ ის რუსეთში მიიწვია. მოსკოვისა და მაშინდელი ლენინგრადის მონახულება პროგრამის სავალდებულო ნაწილს წარმოადგენდა, მესამე ქალქის არჩევის უფლება წედეკინდს მისცეს. მას სამხრეთი და სითბო იტაცებდა, რის გამოც მისი არჩევანი თბილისზე შეჩერდა. 1972 წელს მან პირველად დააბიჯა ფეხი ქართულ მიწას. Vედეკინდი როგორც  მწერმეტყველი, ტენორი, მსახიობი და რეჟისორი საქართველოში არაერთ მონათესავე სულს გაეცნო. „აქ ვპოვე ყველაფერი, რაზეც აქამდე ვოცნებობდი : გულწრფელობა, სტუმართმოყვარეობა, გაუტეხელი ჰომო ლუდენსი! აქ  გული მღეროდა და არა ადამიანი.

ინტენსიური თანამშრომლობა ყალიბდება თბილისურ და აქაურ სახელმწიფო თეატრებს შორის. ამ წამოწყებას მხარს უჭერენ  საარლანდისა დე საქართველოს მთავრობებიც, ეს უკანასკნელი  რაღა თქმა უნდა მოსკოვის თანხმობით. ვედეკინდის მოწვევით 1973 წელს თბილისელი მსახიობები საარბრუკენის ანსამბლთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებენ ქართულ ოპერა დაისს. იმავე წელს ვედეკინდის ხელმძღვანელობით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იდგმება ოპერა „ლოენგრინი“. აქვე იბადება იდეა საარის რეგიონში პირველი ქართული კვირეულის მოწყობის შესახებ.



ქართული კვირეული საარზე (1974)

ქართული კვირეული საარზე 1974 წელს მოეწყო, მაშინ ჯერ კიდევ ფრთხილი სახელწოდებით „საბჭოთა კავშირის ქართული კვირეული“. ქართული დელეგაცია 120 კაცისგან შედგებოდა, მას კულტურის მინისტრი და კომპოსიტორი ოთარ თაქთაქიშვილი ხელმძღვანელობდა. კვირეულის  საზეიმო გახსნისას, 1974 წლის 30 მაისს, მან დამსწრე საზოგადოებისტვის მოულოდნელად განცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმებოდა  საარბრუკენისა და თბილისის დაძმობილების ინიციატივას. ამ ისტორიული განცხადების შემდეგ ქართველმა სტუმრებმა ათი დღის განმავლობაში აქაურ საზოგადოებას  საოპერო, თეატრალური და ხლხური ცეკვა-სიმღერის გასაოცარი წარმოდგენები შესთავაზეს. ერთ-ერთ საღამოს ვედეკინდის თაოსნობით სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ ჯერ ქართულად , პაუზის შემდეგ კი საარბრუცკენის დასის შესრულებით გერმანულ ენაზე დაიდგა. მედია ფართოდ აშუქებდა მაშინდელ მოვლენებს.  საზოგადოებაც აღტაცებით ადევნებდა თვალყურს მოცეკვავეთა ცეცხლოვან წარმოდგენებს; ასე მძლავრად აჟღერებული მრავალხმოვანება აქ არავის მოესმინა. დამშვიდობებისას ქართველმა სტუმრებმა საარბრუკენელები თბილისში, საარლანდის თეატრის კვირეულზე მიიწვიეს.   



თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმება (1975)

ჯერ კიდევ 1974 წლის 11 ივნისს საარბრუკენის საკრებულომ ერთხმად გადაწყვიტა   თბილისთან დაძმობილების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. 1975 წლის 22 მარტს ქალაქ საარბრუკენის მერმა ოსკარ ლაფონტენმა და მისმა თბილისელმა კოლეგამ ბახვა ლობჟანიძემ ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც გერმანულ და რუსულ ენებზე იყო შედგენილი. ხელშეკრულებაში ქართული ენა არ ფიგურირებდა. ამონარიდი ხელშეკრულებიდან: „ორივე ქალაქი კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით ამყარებს მეგობრულ ურთიერთობებს, რაც განსაკუთრებით გამოიხატება:

·         დელეგაციების შექმნაში, რომელიც დაკომპლექტება ორივეე ქალაქის წარმომადგენლებით. გამოცდილების გაზიარებაში, უპირველესყოვლისა კომუნალური დაგეგმარების, ეკონომიკის მართვის და სოზიალურ სფეროში.
·         ორივე ქალაქიდან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა წარგზავნაში
·         ტურიზმის განვითარებიში
·         ორივე ქალაქის საზოგადოებრივ წარმომადგენლობათა შორის კონტაკტის დამყარების ხელშეწყობაში

ასე შეაბიჯეს მხარეებმა ახალ ეპოქაში. მაშინდელი გერმანული პრესის მოკლე რეზიუმე შემდეგია: რკინის ფარდას ნაპრალი გაუჩნდა.  



ინტენსიური ურთიერთობები და გაცვლა-გამოცვლა (1975 – 1989)

ორ ქალქს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. 1976 წლის საარლანდის კვირეული თბილისში, მეგობრობის ზეიმად იქცა. აღსანიშნავია  სამთავრობო გაზეთის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი, სპეციალური, გერმანულენოვანი გამოცემაც. გახსნის ცერემონიამ ფილარმონიის დიდი საკონზერტო დარბაზში სრული ანშლაგით ჩაიარა. წარმოდგენებს მაყურებელი არ აკლია, თბილისელები სტუმრებს ქუჩაში ცნობენ და მათთვის სიმპათიების გამოხატვასაც არ ერიდებიან. ყველა გრძნობს, დასავლეთი ახლოსაა. საარლანდელი სტუმრები კი თავს ქართული სტუმართმოყვარეობით ანებივრებენ.

ასეთი „კვირეულები“ უკვე სისტემატიურად იმართება. ყოველივე ამისაგან დამოუკიდებლად საარის მხარეში მიემგზავრებიან: სინფონიური და კამერული ორკესტრები, მომღერალთა სხვადასხვა გუნდები და თეატრალური დასები, მწერლები, პიანისტები, კომპოსიტორები, კინოს მოღვაწეები, ასევე პანტომიმის თეატრის მსახიობები და ჟონგლიორებიც კი. გარდა ამისა იმართება უამრავი შეხვედრა ჟურნალისტებს, სპორტის სხვადასხა სახეობათა წარმომადგენლებსა და მეცნიერებს შორის. ერთმანეთს ხვდებიან ექსპერტები თვითმართველობის სფეროში, ბრიჯის მოთამაშეები, მოჭადრაკეები, ალპინისტები, არქიტექტორები, ავტოკლუბის წევრები, ენის შემსწავლელი კურსების მონაწილენი, პროფკავვშირების წარმომადგენლები, რკინიგზის მუშაკები, ინჟინრები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლე ახალგაზრდობის გაცვლით პროგრამებს.  ათი  წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საარბრუკენსა და თბილისს ერთმანეთის მონაცვლეობით 30 კაციანი ჟგუფი სტუმრობს, პროგრამის მონაწილენი რამდენიმე დღით ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ- კომუნისტური პირობებისთვის თითქმის წარმოუდგენელი რამ. თუმცაღა მავანნი თბილისელ სტუმართა იდეოლოგიური კრიტერიუმებით შერჩევას ეჭვობენ. რამდენიმე წლის განმავლობაში, კომუნისტური წყობის შეცვლამდე მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საარბრუკენის გიმნაზია როთენბულსა და თბილისის მეექვსე გიმნაზიას შორისაც.      

1989 წლამდე საქართველოში ოფიციალურად მოქალაქეთა მოგზაურობად წოდებული 24 ტური ეწყობა. ეს მოგზაურობა საარბრუკენში ისეთი პოპულარობით სარგებლობს რომ საცდელი სიების შედგენა აუცილებელი ხდება. 1985 წლის ოქტომბერში მეთოთხმეტე მოგზაურობა იმართება, რომელშიც რიგით მეათასე მოქალაქე იღებს მონაწილეობას.



სხვა პარტნიორობების დაარსება, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ (1976-1989)

წლების განმავლობაში მყარდება პარტნიორული ურთიერთობები შემდეგ ორგანიზაციებს შორის: საარლანდის ტელერადიო და მაშინდელ თბილისის გოსტელერადიო, საარლანდის უნივერსიტეტი და თბილისის ჟავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უმაღლეს სასწავლებელი და თბილისის თეცჰნიკური უნივერსიტეტი, საარლანდის არქიტექტორთა პალატა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ტანმოვარჯიშეთა გუნდი ტგ-საარი და თბილისურ სპორტკლუბი „ზენიტი“. პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ ასევე მოცურავეები, საფეხბურთო კლუბები და ჯაზმენები.                            

მას შემდეგ რაც ვედეკინდმა 1975 წლის ნოემბერში თეატრის დირექტორის რანგში თავისი საქმიანობა დაასრულა, მთავარი როლი ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის საქმეში მაშინდელმა საარბრუკენის მერმა ოსკარ ლაფონტენმა იტვირთა. თავის გამოსვლებს მუდამ თან ახლავს არც თუ ისე მოკლე ქართულ ენაზე შედგენილი  დამამთავრებელი სიტყვა, რასაც ქართული პუბლიკის  აღფრთოვანების შტურმი მოჰყვება ხოლმე. მისი ინიციატივითდაძმობილებულ ქალაქებს კიდევ ერთი, სარბრუკენის პარტნიორი  ფრანგული ნანტი დაემატა, რაც სამივე ქალაქში საზეიმოდ აღინიშნა. ნანტელი და საარბრუკენელი მოქალაქეები ორივე ქალაქის მერებთან  ერთად ტბილისსში მიემგზავრებიან, ესწრებიან ხელის მოწერის ცერემონიას და უკვე იქ ყოპნით გამოხატავენ თაავიანთ კეთილგანწყობას  სამმხრივი კავშირის მიმართ.

1986 წლის 22 სექტემბერს ოსკარ ლაფონტენმა აწ უკვე საარლანდის მინისტრპრეზიდენტმა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარემ ოთარ ჩერქეზიამ ხელი მოაწერეს ამჯერად ორ ქვეყანათა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას.  



საქართველოს დამოუკიდებლობა და სამოქალაქო ომი-დახმარება ზნელბედობის ჟამს (1989-1995)

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, საბბჭოთა კავშირის დაშლის და სამოქალაქო ომის დაწყებით ორ ქალქს შორის ურთიერთობის ისტორიაში ახალი თავფურცელი იწერება. დიდი, ოფიციალური დელეგაციების ვიზიტები აღარ იმართება. უპირველესყოვლისა სამოქალაქო ომმა, რომელმაც ასიათასობით ადამიანი ლტოლვილად აქცია, წინა პლანზე სხვა ასპექტის წამოწევა განაპირობა: მხარდაჭერა ძნელბედობის ჟამს. ჰუმანიტარული დახმარებები გროვდება და საქართველოსკენ იგზავნება, თავიდან „საჰაერო ხიდი საარლანდი-საქართველოს“ სახელწოდებით, მოგვიანებით გრზელვადიანი ჰუმანიტარული პროგრამების, მათ შორის „საარლანდი ეხმარება საქართველოს“ ფარგლებში . ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით  გამოირჩევა საარლანდის სამარიტელთა კავშირი. მხოლოდ ერთი პროგრამის, „ბავშვები ეხმარებიან ბავშვებს“ ფარგლებში სამარიტელთა კავშირმა, ქალაქ საარბრუკენის დახმარებით, 1992 წლის აგვისტოსა და 1994 წლის მარტს შორის 4 სატვირთო ავტომანქანითა და15 მისაბმელით, 325 ტონა სურსათი, ტანსაცმელი, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები  გაგზავნა საქართველოში. საარლანდის მთავრობის მხარდაჭერით საარლანდის სამარიტელთა კავშირმა ახლადდაარსებულ საქართველოს სამარიტელთა კვშირთან ერთად  რამოდენიმე ქალაქში  უფასო სასადილოები გახსნა. 1990 წელს დაარსდა გერმანულ-ქართული და აღმოსავლურ-დასავლური საზოგადოება, მათ წლების განმავლობაში უამრავი სოზიალურად დაუცველი ბავშვი მიიწვიეს საარლანდში, რომელთაც აქ  6 თვის მანძილზე  ტკივილისა და დარდის დაავიწყება შეეზლოთ.



შემდგომი კულტურული ურთიერთობები და დახმარება აღმშენებლობის საკითხებში (1995-2004)

კულტურული ურთიერთობები გრძელდება, ხშირ შემთხვევებში შედარებიტ ვიწრო ფარგლებში. მიუხედავათ ამისა 1995 წელს, პარტნიორობის 20 წლისთავის აღსანიშნავად საარბრუკენში წარმოუდგენელი  გამოფენა „გზა ოქროს საწმისისაკენ“ მოეწყო. ნაჩვენები  იყო ექსპონატები 6 სხვადასხვა ათასწლეულიდან, მათ შორის უძვირფასესი ოქროს სამკაულები და იარაღები. ბევრი მათგანი დასავლეთ ევროპაში პირველად გამოფინეს. კულტურული ურთიერთობების განვითარებაში, საქართველოს წალდორფის სკოლის დაარსებით და შემდგომი მხარდაჭერით, დიდი ჭვლილი შეიტანეს და დღემდე შეაქვთ საარბრუკენის წალდორფის სკოლას და მასთან მჭიდრო კავშირის მქონე გერმანულ-ქართულ მეგობართა წრეს. სკოლა 1994 წელს დაარსდა და სულ სამ კლასს მოიცავდა, დღესდღეობით კი მის შემადგენლობაში ყველა კლასის გარდა საბავშვო ბაღი და რამდენიმე სახელოსნო შედის. ორივე სკოლას, განსაკუთრებით კი მათ ორკესტრებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს.

ქალაქი საარბრუკენი მრავალმხრივ დახმარებას უწევს თავის პარტნიორ ქალაქს თანამედროვე კომუნალური სტრუქტურების განვითარებაში, მათ შორის ენერგიითა და წყლით მომარაგების ასევე ნარჩენების მართვის საკითხებში. მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქალაქ თბილისის საჟარო რეესტრის შექმნა. გერმანიის ფედერაციული მთავრობის მართვის ქვეშ მყოფი, ყოფილი GTZ-ის ახლა კი GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ქალაქ საარბრუკენის დაგეგმარების უწყება  ათი წელია საქართველოში სპეციალისტების წარგზავნით  მონაწილეობს ამ პროექტში. პროგრამის განხორციელება 1994 წელს გადაწყდა და 2004 წელს წარმატებით დასრულდა. თბილისის მიწის ნაკვეთების გაზომვითა და აღწერით შეიქმნა აუცილებელი წინაპირობა უძრავი ქონების ბაზრის ფუნქციონირებისათვის..  

პარტნიორობის კიდევ ერთი არაწინასწარჩაფიქრებული მიღწევა არ შეიზლება უთქმელი დარჩეს. თეოლოგიის პროფესორმა გერტ ჰუმელმა საარანდის უნივერსიტეტის დავალებით არაერთხელ იმოგზაურა  საქართველოში, მან 60 წლის შემდეგ  პირველად იქაური ეთნიკური გერმანელებისთვის, რომლებიც სტალინის ტერორს გადაურჩნენ ევანგელიურ-ლუთერანული  წირვა ჩაატარა. მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ ადამიანების სულიერმა გრძნობამ დავიწებული რელიგიისადმი. პენსიაში გასვლის შემდეგ მან და მისმა მეუღლემ ქრისტიანემ გადწყვიტეს სახლის გაყიდვა და თბილისში ცხოვრება, სადაც მათი შემწეობით აიგო ეკლესია (ეკურთხა 1997 წელს), სააქტო დარბაზი მრევლისათვის,  მოხუცებულთა თავშესაფარი და სოზიალური დანიშნულების ნაგებობანი. თანდათან მათი საქმიანობა თბილისის ფარგლებს სცდება. გერდ ჰუმელის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ 2004 წელს, პროფესორის მოღვაწეობას გასაოზარი შემართებით მისი მეუღლე და ერთმანეთის მონაცვლეობით სხვადასხვა მღვდელმსახურები აგრზელებენ.   



ამჟამინდელი მდგომარეობა (2005 წლიდან დღემდე)

დღესდღეობით ორ ქალაქს შორის ურთიერთობა იმით გამოირჩევა რომ დიდი, თვალში მოსახვედრი ღონისძიებები იშვიათად ტარდება. ამის ნაცვლად მხარეები, წლების განმავლობაში ხელმოწერილი, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურობენ, მაგალითად ზემოდ ხსენებულ უნივერსიტეტები , სხადასხვა საზოგადოებები თუ კავშირები, რომლებიც ქალაქთა დაძმობილება რომ არა, არც კი იარსებებდნენ. ჩვენი საზოგადოება მატ რიცხვს მიეკუთვნება.

ამ სტატიით შევეცადეთ  მხოლოდ ძირითადი და მნიშვნელოვანი  ფაქტები გადმოგვეცა. ბვერი რამ ადგილის სიმზირის გამო უთქმელი დარჩა. თუ ვინმეს რაიმეს დამატების სურვილი აქვს, გთხოვთ შეგვატყობინოთ. სურათების გალერეა შექმნის პროცესშია, ასე რომ აქაც ველით თქვენს გზავნილებს.