Georgisch-Deutsches Zentrum Kutaissi

ქართულ-გერმანულ ცენტრთან ქუთაისში, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია, 2000 წლიდან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეს ცენტრი დაარსებულია გერმან ვედეკინდის მიერ, რომელიც ასევე საფუძველი ჩაუყარა საარბრიუკენ-თბილისის პარტნიორობას. აგერ უკვე ათწლეულების მანძილზე ამ ცენტრს თავდაუზოგავად ხემძღვანელობს ქალბატონი ნანა მეგრელიშვილი, რომელიც მრავალმხრივი აქტიურობით გამოირჩევა. 

ქუთაისის უნივერსიტეტის გერმანისტიკის დოცენტები ასწავლიან ამ ცენტრში გერმანულ ენას ხელმისაწვდომ ფასებში.  გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში გერმანული ენის გაქვეთილის ხარჯზე ხდება საათების დაზოგვა ან მისი სასწავლო პროგრამიდან სრულიად ამოღება, ამიტომ უხდება ჩვენი მოსწავლეების უდიდეს უმრავლესობას  გერმანული ენის შესწავლა ქუთაისის გერმანულ-ქართულ ცენტრში.  გარდა ამისა ცენტრი ორგანიზებას უწევს კონკურსს, რომლის საშუალებითაც ხდება ჩვენი სტუმარი-მოსწავლეების შერჩევა. ეს კონკურსი როგორც თებერვალში ტარდება. ჩვენი თავმჯდომარე ყოველწლიურად ღებულობს პირად მონაწილეობას. 

მას ვისაც ქართულ-გერმანული ცენტრის საქმიანობა აინტერესებს ვურჩევთ მათი ვებგვერდის www.gdz.ge გაცნობას. აღნიშვნის ღირსია ცენტრს ერთ-ერთი უპირატესობა:  მისი იდილიური მდებარეობა, პატარა სახლი, რომელიც განლაგებულია მორთულ ბაღჩაში და გააჩნია ორი ორსაწოლიანი სასტუმრო ოთახი. მოთხოვნის შემთვევაში შესაძლებელია გერმანულენოვანი სტუმრის აქ განთავსება და მისი მომსახურება - რის შემდეგაც სასურველია რომ შესაბამისი თანხა შესაწირ ყუთში აღმოჩნდეს. თვით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებიც კი დიდი სიამოვნებით სარგებლობენ ცენტრის სტუმართმოყვარეობით და მეგობრების გარემოში ინტვირთებიან დიპლომატიური დატვირთვებისგან.  

http://www.gdz.ge/

http://de-de.facebook.com/pages/Georgisch-Deutsches-Zentrum/209117772551950